საბუთები კერძო თვითმფრინავით მოგზაურობისთვის

კერძო თვითმფრინავის დაქირავება – ეს სულ სხვა გამოცდილებაა, ვიდრე ჩვეულებრივი კომერციული ავიაკომპანიის ლაინერით გადაფრენა. AviavTM (CofranceSARL)ის მომსახურება სპეციალურად შემუშავებულია ჩვენი კლიენტების მოხერხებულობასა და კომფორტისათვის, და ყველაფერი შექმნილია საიმისოდ, რომ მოგზაურობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, სწრაფი და სასიამოვნო.

ბიზნეს-ავიაცია მოიცავს საბუთების კომფორტულ გაფორმებას და აეროპორტში ტრანსფერს, გაადვილებულ საიმიგრაციო პროცედურებს, ცხოველების ან გაბარიტული ბარგის თვითმფრინავის სალონით გადაზიდვის საშუალებას. აქ მოყვანილია ყველა ჩვენი პასუხი კითხვებზე, რომლებსაც ხშირად გვისვამენ ჩვენი კლიენტები.

როგორც კი შეიტყობთ ბიზნეს-ჯეტზე კერძო მოგზაურობის ყველა დეტალის შესახებ, თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ დატკბეთ უნაკლო გადაფრენით.

 

რამდენი ხნით ადრე საჭიროა აეროპორტში მისვლა?

არ არის საჭირო ჩახვიდეთ აეროპორტში გაფრენამდე რამოდენიმე საათით ადრე, თუ თქვენ მოგზაურობთ კერძო თვითმფრინავით. ზოგი აეროპორტი სხვებზე უკეთესად აღჭურვილია საქმიანი მგზავრების განთავსების თვალსაზრისით. თვითმფრინავში ჩაჯდომისთვის საჭიროა 5-დან 30 წუთამდე (უსაფრთხოების ყველა საჭირო პროცედურის ჩათვლით).

AviavTM (CofranceSARL)ში თქვენი პირადი კონსულტანტი გაფრენამდე გაცნობებთ ზუსტ დროს, რომელიც საჭიროა ფორმალურობების გასავლელად, აეროპორტზე და თქვენს რეისზე დამოკიდებულებით.

საჭიროა თუ არა პასპორტი კერძო თვითმფრინავით გადასაფრენად?

იმისგან დამოუკიდებლად, მოგზაურობთ თქვენ პერსონალური ჯეტით, კომერციული ავიაკომპანიის თვითმფრინავით, მატარებლით ან მანქანით, საიმიგრაციო წესები რჩება უცვლელი.

ფრანგებს, მაგალითად, შეუძლიათ იმოგზაურონ თავისი ნაციონალური პირადობის მოწმობით შენგენის ზონის ფარგლებში. მაგრამ რუსებს დასჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტი და ვიზა, ევროპაში სამოგზაუროდ.

 

მჭირდება თუ არა ვიზა კერძო თვითმფრინავით მოგზაურობისთვის?

ისევე როგორც კომერციული რეისის შემთხვევაში, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ კერძო თვითმფრინავით მოგზაურობის დაგეგმვისას თქვენ გაითვალისწინოთ ყველა საიმიგრაციო ფორმალურობა. უცხოური სახელმწიფოების ტერიტორიებზე ჩასვლის ერთ-ერთი პირობაა ვიზის მიღება საჭიროების შემთხვევაში.

გაიარეთ კონსულტაცია CofranceSARL-ოს სპეციალისტებთან იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც საჭიროა თქვენი დაუბრკოლებელი მოგზაურობისთვის.

 

როდის უნდა ვაჩვენო ან გავაგზავნო ჩემი პასპორტის ასლი?

როდესაც თქვენ უკვეთავთ რეისს კერძო თვითმფრინავზე, AviavTM (CofranceSARL)-ის თანამშრომელი გთხოვთ ფრენამდე გაუგზავნოთ ყველა მგზავრის პასპორტის ასლი (ან სხვა საჭირო პირადობის დამადასტურებელი საბუთის). ეს საშუალებას აძლევს AviavTM-ს და საჰაერო ჰომალდის ოპერატორს შექმნას მგზავრთა სია. ეს არის ოფიციალური საბუთი, რომელსაც იყენებს საიმიგრაციო მომსახურება, ეკიპაჟი და ტერმინალი.

საფრანგეთსა და შენგენის ზონაში შიდა რეისებისათვის სიის არსებობა საიმიგრაციო ინფორმაციის წინასწარ გაგზავნისა და აეროპორტში შემოწმების თავის არიდების საშუალებას იძლევა.

ამის მიუხედავად, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოგზაურობისას თან იქონიოთ თქვენი საიმიგრაციო საბუთები, რადგან ნებისმიერ დროს პოლიცია და საბაჟო შესაძლოა მოგთხოვონ თქვენი ვინაობის დადასტურება.

პირადობის დამადასტურებელი საბუთი დაგჭირდებათ ასევე აეროპორტში კერძო თვითმფრინავების საერთაშორისო რეისებზე.

საჭიროა თუ არა ბარგის სკანირება ან რენტგენი?

როგორც ნებისმიერი კომერციული ფრენისას, თქვენი ბარგი გადის რენტგენული გამოკვლევის პროცედურას. მაგრამ დაივიწყეთ დიდი საწყობები და გრძელი რიგები. უსაფრთხოების პროსედურებზე გადასვლა გლუვი და სწრაფია. ბიზნეს-ტერმინალები იმისთვისაა განკუთვნილი, რომ კერძო თვითმფრინავით მოგზაურობა გახადონ სწრაფი და ეფექტური.

ზოგი აეროპორტი ბარგის სკანირების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მაგალითად, კანებში საჰაერო პორტი ნებას რთავს პასაჟირებს, რომლებიც მოგზაურობენ თვითმფრინავებით 15 ტონამდე მასით (ისეთებით როგორებიცაა Citation XLS + ან Learjet 70), მიიღონ პირდაპირი წვდომა საკუთარ საჰაერო ჰომალდებთან, უსაფრთხოების სისტემის გვერდზე ავლით, იმ პირობით, რომ ფრენა ხორციელდება შენგენის ზონის საზღვრებში. ტერმინალები ტერკსი და კაიკოსი სთავაზობენ მცირე გოლფ-ავტომობილებს სტუმრებისა და ბარგის გადასაზიდად თვითმფრინავიდან საპასპორტო კონტროლამდე.

 

უნდა წარვადგინო თუ არა თვითმფრინავის ბილეთი?

თქვენ არ გჭირდებათ ბილეთები, რომ იმოგზაუროთ კერძო თვითმფრინავით.

როდესაც თქვენ ჯაშვნით კერძო თვითმფრინავს AviavTM-ში, თქვენ ქირაობთ თვითმფრინავს მთლიანად, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ არ გაქვთ კონკრეტული ადგილი სალონში. ესეიგი, თქვენ არ გჭირდებათ ბილეთი. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – მოხვიდეთ აეროპორტში. თქვენი პილოტები დაგხვდებიან პირად ტერმინალში და მიაცილებენ თქვენს ბარგს თვითმფრინავამდე.

ჩვენი გუნდი გამოგიგზავნით ფრენის გეგმას ელექტრონული ფოსტით ყველა დეტალით, რომელიც საჭიროა თქვენი მოგზაურობის ორგანიზებისთვის, ისეთებით როგორიცაა მარშრუტი, განრიგი, მიმართულებები აეროპორტში და ასევე თვითმფინავის სარეგისტრაციო ნომრები და პილოტების სახელები.

 

ჩემს ძაღლს ან კატას ასევე სჭირდება პასპორტი?

როგორც ადამიანებს, ასევე შინაურ ცხოველებს გააჩნიათ საკუთარი პასპორტები!

სამოგზაუროდ თქვენს ოთხფეხა მეგობარს უნდა გააჩნდეს პასპორტი და სამედიცინო წიგნაკი – აქტუალურები მოგზაურობის თარიღზე.

მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში არსებობს სპეციალური პირობები. დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ, თქვენს ცხოველს უნდა ჰქონდეს გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

დაგრჩათ შეკითხვები? AviavTM-ის გუნდი ყოველთვის არის კავშირზე, რათა გაგიწიოთ კონსულტაცია. დაგვიკავშირდით ინტერნეტით ან ტელეფონით.

გისურვებთ სასიამოვნო საჰაერო მოგზაურობებს და კარგ განწყობილებას AviavTM (CofranceSARL)-თან ერთად!

 

AVIA APP