რა ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კერძო თვითმფრინავი

ბოლო წუთს დაჯავშნა არის კერძო ავიაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.

მომართვების უმეტესობა ხვდება Aviav TM (Cofrance SARL)-ში გამოფრენის სავარაუდო დრომდე 24 საათით ადრე ან ერთი საათით ადრეც კი.

ასეთი სიჩქარე და შემჭიდროებული ვადები უმეტეს შემთხვევაში განიმარტება იმით, რომ კლიენტს სჭირდება გადაფრენის ალტერნატიული ვარიანტის მოძიება, ვინაიდან მისი რეგულარული რეისი აგვიანებს. მაგრამ ძალიან ხშირად კლიენტები მიმართავენ ბიზნეს-ჯეტების დაქირავებას იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაფრინდნენ.

თუმცა Aviav TM-თვის სიჩქარე არ არის პრობლემა, ჩვენ გვიყვარს და ვიცით საგანგებო სისწრაფის დაკვეთების დამუშავება და ამასთანავე ვასრულებთ ჩვენი კლიენტების ყველა მოთხოვნას – დაწყებული სამედიცინო  ევაკუაციით და დამთავრებული ბორტზე საყვარელი სასმელების მიწოდებით.

მთელ მსოფლიოში აკრედიტებული საჰაერო ხომალდების ჩვენი ფართო ბაზა გაძლევთ საჰაერო ხომალდის ხელმისაწვდომობის გარანტიას (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები ან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი).

ჩვენი ექსპერტების გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ხოლო მოწინავე ტექნოლოგიები იძლევიან რეისის მაქსიმალურად სწრაფად დაჯავშნის შესაძლებლობას.

შესაძლოა, თქვენ გაწუხებთ კითხვა თუ როგორ შეგვიძლია თვითმფრინავების ასე სწრაფად დაქირავება? ჩვენი მუშაობის ილუსტრირებისათვის მოგიყვანთ პერსონალური გადაფრენის ბოლო წუთში დაკვეთის მაგალითს, რომელსაც მოსდევს დაჯავშნის ამ ტიპის შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები.

სიტუაცია

  • კლიენტი, რომელიც იმყოფებოდა იბიცაზე გამოგვიგზავნა ლონდონში რეისის სასწრაფო დაკვეთა iPhone-ის აპლიკაცია AVIA  ჩარტერის მეშვეობით.
  • ჩვენმა სპეციალიზებულმა კონსულტანტებმა ერთი წუთის განმავლობაში გადაურეკეს კლიენტს მომართვის დასადასტურებლად.
  • ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას ესაჭიროებოდა შესაფერისი თვითმფრინავის იდენტიფიცირება, რომელიც ან უკვე იმყოფებოდა აეროპორტში სადგომზე ანდა უნდა დამჯდარიყო უახლოესს საჰაერო ნავსადგურში.
  • მობილური აპლიკაციის მეშვეობით დაჯავშნის სისტემასთან დაკავშირებულ ჩვენს კლიენტს აგრეთვე ჰქონდა მის მიერ მოთხოვნილი მარშრუტისათვის ყველაზე შესაფერისი თვითმფრინავის საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩევის შესაძლებლობა.
  • კლიენტმა მიითო ბიზნეს-ჯეტის იჯარის დასტური. რის შემდეგადაც ჩვენ შევთავაზეთ აეროპორტში ტრანსფერის მოსახერხებელი ვარიანტი – კომფორტაბელური ავტოთი ან შვეულმფრენით, რომელსაც შეეძლო გადაეყვანა ის უშუალოდ იბიცას აეროპორტის ბიზნეს-ტერმინალში.
  • კონკრეტულ სიტუაციაში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ექვსი თვითმფრინავი, რომელთა შესახებ შესაბამისი წინადადებები გაეგზავნა კლიენტს 10 წუთის განმავლობაში (ზოგიერთი მათგანი რამდენიმე წამში).
  • კლიენტმა შეარჩია ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციის მქონე თვითმფრინავი: Citation Mustang. ეს თვითმფრინავი ასრულებდა კერძო რეისს ნიციდან და უნდა დამჯდარიყო იბიცაზე უახლოესს დროს.
  • კლიენტმა დაადასტურა და აანაზღაურა თავისი ჯავშანი სასტუმროდან გაუსვლელად, ონლაინ.
  • ვინაიდან კლიენტი უკვე სარგებლობდა AviavTM (Cofrance SARL)-ს მომსახურებით, მისი პასპორტის ნომერი უკვე იყო ჩვენს ბაზაში და გადაცემულ იქნა აეროპორტში უსაფრთხოებისა და იმიგრაციის სამსახურების მიერ წინასწარი რეგისტრაციისათვის, მისვლისას ჩვენი კლიენტის დროის დაზოგვის მიზნით.
  • კლიენტმა მიიღო კოორდინატები ონლაინ.
  • თვითმფრინავი დაჯდა იბიცაზე. პილოტი წავიდა აეროპორტის კერძო დარბაზში კლიენტის დასახვედრად, ხოლო საჰაერო ხომალდს დაუწყეს მომზადება მომავალი ფრენისთვის.
  • ფრენის გეგმა შეთანხმდა EuroControl-თან, რომელმაც დანიშნა გამოფრენის დრო – შუადღე ადგილობრივი დროით.
  • ექსკლუზიურმა ავტომობილმა მოიყვანა ჩვენი კლიენტი უშუალოდ თვითმფრინავის ტრაპთან.
  • საბოლოო, საჭირო შემოწმებების შემდეგ თვითმფრინავი მზად იყო გასამგზავრებლად.
  • ზუსტად დანიშნულ დროს – შუადღეს, ბიზნეს-ჯეტი ჩვენი კმაყოფილი კლიენტით ბორტზე გამოფრინდა იბიცადან და გაემგზავრა ლონდონის აეროპორტი ლუტონისაკენ.
  • AviavTM დაუკავშირდნენ აეროპორტის მომსახურე ადგილობრივ ოპერატორს, ჩასვლისას ჩვენი კლიენტის დასახვედრად ავტომობილის დასაჯავშნად.
  • კერძო თვითმფრინავი დაჯდა ლონდონის ლუტონში 13:25 საათზე ადგილობრივი დროით. დამკვეთმა შეარჩია ეს აეროპორტი ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
  • მგზავრი დაჯდომიდან 5 წუთში ავტომანქანით ტოვებს აეროპორტს.

 

ხშირად დასმული კითხვები კერძო თვითმფრინავი რამდენიმე წუთით ადრე

 

რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნო კერძო თვითმფრინავი?

ფრენა შეიძლება ორგანიზებულ იქნას სულ რაღაც ერთ საათში (იხ. ჩვენი მაგალითი). მაგრამ ჩვენი მიმდინარე რეკორდი შეადგენს მხოლოდ 43 წუთს. Aviav TM-ის მიერ გამოყენებული კომპიუტერული ტექნოლოგია იძლევა არსებული თავისუფალი თვითმფრინავის იდენტიფიცირების და მისი უახლოს დროში საუკეთესო ფასად დაჯავშნის შესაძლებლობას. ეს აგრეთვე ამარტივებს ფორმალობებს ჯავშნის დადასტურების შემდეგ.

შესაძლებელია თუ არა ბოლო წუთში დაჯავშნისას გვქონდეს ბორტის კვების იმედი?

კეირაიტინგის დამატება ყოველთვის არის შესაძლებელი და აგრეთვე გათვალისწინებულ იქნება თქვენი კონკრეტული მოთხოვნები, მაგრამ სავარაუდოდ ეს დამატებით დროს მოითხოვს, რომლის დაზოგვასაც თქვენ ამჯობინებდით. თუმცა სახემსი და სასმელი თითქმის ყოველთვის არის ხელმისაწვდომი კერძო იმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელთა მფლობელებთანაც ვთანამშრომლობთ ჩვენ.

რატომ ამოწმებენ პასპორტებს?

ეს შემოწმება საჭიროა უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამოდინარე, მაგრამ აგრეთვე სასარგებლოა იმიგრაციის პროცედურების დასაჩქარებლად.

რეგულარული ავიახაზის ჩემი რემი რეისი გაუქმდა, მე დავჯავშნე კერძო თვითმფრინავი. სად უნდა წავიდე, რომ ვიპოვო ჩემი თვითმფრინავი?

ჩვენი გუნდი გამოგიგზავნით FBO-თან (კერძო საავიაციო ტერმინალი) დაშვებისათვის საჭირო ინფორმაციას, რომლიდანაც გამოფრინდება თქვენი თვითმფრინავი. თუ აეროპორტი დიდია, შესაძლებელია ტრანსფერის ორგანიზება მთავარ ტერმინალსა და კერძო ავიაციისათვის დაჯავშნილი დაჯდომის ზონას შორის.

შემიძლია თუ არა ბოლო წუთში გადაფრენის ანაზღაურება საბანკო გადარიცხვით?

უპრობლემოდ. ჩვენ ვითხოვთ საკრედიტო ბარათის ნომერს დაჯავშნის გარანტიის სახით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ გადახდის სხვა ხერხი.

როდის მივიღებ ინფორმაციას ეკიპაჟის შესახებ?

როგორც კი თქვენ დაადასტურებთ თქვენს ჯავშანს. ჩვეულებრივ, ეკიპაჟები ელოდებიან ადგილზე და მათი მონაცემები ავტომატურად გადაიცემა გამოფრენის წინ. თქვენი პილოტი დაგხვდებათ აეროპორტში აფრენის წინ.

თუ არის თავისუფალი თვითმფრინავი როდის არის შესაძლებელი გამოფრენა?

ყველა აფრენა უნდა იქნას დამტკიცებული საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოების მიერ, რაც განმარტავს თუ რატომ ზოგიერთი რეისი მზად არის ასაფრენად რამდენიმე წუთში, ხოლო ზოგმა უნდა ელოდოს მისთვის ადგილის გამოყოფას. ვინაიდან პატარა აეროპორტების ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები, როგორც წესი, ნაკლებად დატვირთულია, ხოლო დაჯდომისა და აფრენის ადგილები – ნაკლებად შეზღუდული, მათი განრიგის კოორდინირება უფრო მარტივია.

რეისის დაჯავშნისათვის დაუკავშირდით ავიაციის ექსპერტთა ჩვენს გუნდს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

იმოგზაურეთ მაღალი სიჩქარით Aviav TM (Cofrance SARL)-თან ერთად!

AVIA APP