უცნაური ფაქტები, რომლებიც არ იცოდით ავიაფრენების შესახებ

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

ნერვიულო მგზავრებო, ახლა დროა დაიძაბოთ. მკვდარი სხეულებიდან მეხის დაცემის ალბათობამდე – ამ 18 ფაქტს შეუძლია უარი გათქმევინოთ შემდეგ გადაფრენაზე. საბედნიეროდ, ფრენა, განსაკუთრებით კერძო თვითმფრინავით – ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა (რა თქმა უნდა,  ჰაერში წარმატებული აწევის შემთხვევაში).

  1. პილოტების უმეტესობას დასცემია მეხი

როგორც ერთ-ერთმა პილოტმა თქვა: „მე ორჯერ დამეცა მეხი. ისევე როგორც პილოტების უმრავლესობას. თვითმფრინავები ისე არიან კონსტრუირებული, რომ იზიდავენ მეხებს. თქვენ უბრალოდ გესმით ყრუ ხმა და ხედავთ ელვას, სულ ეს არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეხის დაცემის შემდეგ თვითმფრინავი უნდა ჩამოვარდეს.“

  1. ბევრ თვითმფრინავს გადააქვს ცხედრები და ადამიანის ორგანოები, რადგან ისინი სამოქალაქო სატრანსპორტო ავიაციის როლს ასრულებენ.

გამომცემლობა Reddit-ის გვერდზე ერთმა პილოტმა დაწერა: „უამრავი სატვირთო ავიაგადაზიდვა ხორციელდება კომერციული რეისების საშუალებით. ერთ-ერთი ტვირთი ყოველთვის იყო მარკირებული ინგლისურენოვანი აბრევიატურით HR (Human Remains), რაც ითარგმნება როგორც „ადამიანის ნარჩენები“. „ზოგი ადამიანი იღუპება შორს იმ ადგილიდან, სადაც სურს დაკრძალულ იქნას. ცხედრებს ათავსებენ ხის კარკასიან ყუთებში, ამიტომაც არც ერთი მგზავრი არ იცის ხოლმე იმის შესახებ, თუ რა დევს შეგნით – ეჭვი შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ თვით კონტეინერის უცნაურმა ფორმამ. თუ თქვენ გესმით ან ხედათ აბრევიატურას HR ავიაკომპანია Delta-ით გადაფრენის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ სატვირთო განყოფილებაში იმყოფება მკვდარი სხეული.

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

ზოგი კომპანია, ისეთი როგორც EasyJet, არ არის დაკავებული სატვირთო გადაზიდვებით, ამიტომაც შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ მათ არ გადააქვთ კუბოები.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მგზავრები იღუპებიან გადაფრენის დროს. სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვაგვარად აგვარებენ ამ საკითხებს.

  1. როცა პილოტები იღლებიან, პირდაპირ სალონში იძინებენ.

გამოკითხვისას, რომელიც ჩაატარა პილოტების პროფკავშირმა BALPA (ბრიტანული საფრენო ასოციაცია), ნახევარზე მეტმა პილოტმა (56%) აღიარა, რომ ეძინათ პირდაპირ სალონში. ამავე დროს, გამოკითხულთა თითქმის მესამედმა (29%) აღმოაჩინა, რომ მეორე პილოტს ასევე ეძინა.

  1. Rolls Royce ტესტავს საავიაციო ძრავებს ზარბაზანებიდან მკვდარი წიწილების გასროლის გზით.

ფრინველების სიჩქარე შესაძლოა 299 კმ/სთ აღწევდეს, ასე რომ ეს ცოტათი ჰგავს თამაშს Angry Birds.

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

  1. საავიაციო დაცვა არ დაეხმარება ეკიპაჟს მთვრალ მგზავრთან გამკლავებაში.

ხშირად იქმნება ისეთი სიტუაცია, როცა მთვრალი მგზავრი იწყებს ბორტზე ხმაურს – ეს ტერორისტების უსაყვარლესი ილეთია, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გაიგონ, არის თუ არა ბორტზე დაცვა სამოქალაქო ტანსაცმელში. თუ გსურთ მინიმუმამდე დაიყვანოთ გატაცების ალბათობა, გამოსავალი მხოლოდ ერთია – იქირავეთ კერძო თვითმფრინავი.

  1. ხშირად ბორტზე შესაძლოა ცულის აღმოჩენა.

ხშირად თვითმფრინავები ითხოვენ ბორტზე ცულის ხელმისაწვდომობას, რომელიც საჭიროა ილუმინატორების ან კედლების გასანგრევად ხანძარის გაჩენისას. არსებული მონაცემებით, ავიაკომპანია Germanwings პილოტმა პატრიკ ზონდერჰაიმერმა ცულის საშუალებით შეეცადა შეეღწია სალონში, სადაც ჩაიკეტა მეორე პილოტი ანდრეას ლუბიცი, რომელმაც შემდგომში მიმართა ლაინერი პირდაპირ ფრანგული ალპების კლდეებში.

  1. „ახალი“ ყურსასმენები თვითმფრინავებში ყოველთვის არაა ნამდვილად ახალი.

ავიაკომპანიის ანონიმურმა თანამშრომელმა განაცხადა:“ ყურსასმენები, რომლებსაც აძლევენ  მგზავრებს ხანგრძლივი გადაფრენების დროს, არაა ახლები, თუმცა ჰერმეტულ პაკეტებშია მითავსებული. საქმე იმაშია, რომ რეისის დასრულების შემდეგ მათ ასუფთავებენ და ისევ ფუთავენ ჰერმეტულად. და ეს არაა ერთადერთი შემზარავი რამ, რაც გვხვდება თვითმფრინავების ბორტებზე“. ალბათ, მხოლოდ კერძო თვითმფრინავების მგზავრები არიან ამისგან თავისუფლები.

  1. თვითმფრინავის სალონში დაშვებისას განათების ინტენსივობა კლებულობს ავარიული შემთხვევის გათვალისწინებით.

Quora-ს გვერდებზე პილოტმა ტიმ მორგანმა დაწერა:“როცა თვითმფრინავი იშვება ღამით, თვითმფრინავის სალონში განათების ინტენსივობა კლებულობს იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ ევაკუაცია. ასე თქვენი თვალები მოასწრებენ სიბნელის მიმართ ადაპტაციას, რათა უკეთ შეძლოთ ხედვა ლაინერის საზღვრებს მიღმა.“

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

  1. პილოტების ძალაუფლება

კანონით პილოტებს გააჩნიათ უფლება დააკავონ ადამიანები, გაწერონ ჯარიმები და იყვნენ მიმაკვდავ ადამიანთა ბოლო ნების მოწმეები.

  1. უარი თქვით ყავაზე

ისევ და ისევ Reddit-ის გვერდებზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა:“ყავა თვითმფრინავებში უსაზიზღრესია, რადგან არავინ რეცხავს კონტეინერებს და რეზერვუარებს, რომლებიც ყოველ დილას გადიან რეისში. მომსახურე პერსონალს ან ძალზედ ცოტას უხდიან, ან და არ წარუდგენენ სათანადო მასალას გასარეცხად, ამიტომაც ისინი უბლაროდ ავლებენ ტექნიკას და ამზადებენ მასში ყავის ახალ პორციას.“

  1. დღის დასასრულს ტურბულენტობა კლებულობს

Reader’s Digest-ის გვერდებზე გამოჩნდა ასეთი შეტყობინება:“ თუ თქვენ გეშინიათ თვითმფრინავებზე ფრენის, არა აქვს მნიშვნელობა, სარგებლობთ კერძო თვითმფრინავით თუ კომერციული მარშრუტებით, ეცადეთ დაჯაშვნოთ ბილეთები დილის რეისებზე. საქმე იმაშია, რომ სითბო, რომელიც დედამიწიდან მაღლა ამოდის, ხელს უწყობს საჰაერო ორმოების წარმოქმნას, გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში ყოველთვის იზრდება ჭექა-ქუხილის ალბათობა.“

Business jet airhostess bringing the cup of coffee to the passenger
  1. დროულად ჩასვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა მგზავრთა ჩაყვანა.

სხვა პილოტმა დაამატა:“შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტრო ისეთ ყურადღებას უთმობს პუნქტუალურობას, რომ გამოსცა ბრძანებულება, რის მიხედვისაც პილოტებს არა აქვთ უფლება გადადონ რეისი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომიჯნე რეისის გადვიანების გამო მგზავრთა 20% იგვიანებს.“

  1. პილოტები იძულებულები ხდებიან, მიირთვან სხვადასხვა საკვები.

როგორც კომერციული, ასევე კერძო თვითმფრინავების პილოტებს არ აქვთ უფლება მიირთვან ერთი და იგივე საჭმელი, რადგან არსებობს საკვებით მოწამლვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, სიტუაცია გართულდება, თუ ორივე პილოტი ვეგეტარიანელი აღმოჩნდება. ასევე მათ არ აქვთ უფლება უწილადონ ერთმანეთს თავიანთი საკვები.

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

  1. საპირფარეშოების განბლოკვა გარე მხრიდან შესაძლებელია

საპირფარეშოში არის პატარა საკეტი, რომელიც დაფარულია სანიტარული ოთახის ნიშნით. მისი მოქაჩვისას კარი გაიღება. ჭი-ტა!

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

  1. 2003 წელს გატაცებულ იქნა თვითმფრინავი… და მას შემდეგ ის არავის უნახავს

2003 წლის 25 მაისს Boeing 727, რომელიც გადაკეთებული იყო სატვირთო ავიაციის საჭიროებებისათვის და რომელსაც გადაჰქონდა დიზელის საწვავი, გატაცებულ იქნა ორი მექანიკის მიერ. FBI და CIA დაიწყეს საერთაშორისო ძებნა, მაგრამ გამტაცებლების კვალს ვერ მიადგნენ, ხოლო თვითმფრინავი კი თითქოს გაუჩინარდა ჰაერში.

  1. პრინც ჩარლზს და პრინც უილიამს არ რთავენ ნებას ერთად ფრენაზე

დედოფალის თხოვნით მის ვაჟს და უფროს შვილიშვილს ერთი რეისით გადაფრენის უფლება არ აქვთ. ეს სრულიად გასაგებია – დედოფალს არ სურს ორი მემკვიდრის ერთდროულად დაკარგვა, თუ მოხდება ავიაკატასტროფა.

Поистине странные факты, которых вы не знали об авиаперелетах

  1. ავიაგადაფრენა – სატრანსპორტო გადაადგილების მეორე ფორმაა უსაფრთხოების დონის თვალსაზრისით.

თუ გაინტერესებთ, თვითმფრინავებზე უსაფრთხო მხოლოდ ლიფტებია.

  1. ყველაზე მოკლე კომერციული რეისი ხორციელდება ორკნეისის კუნძულებს შორის

საფრენო დისტანცია შოტლანდიური არჰიპელაგის კუნძულებს შორის ედინბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოკლეა. მხოლოდ 2-წუთიანი გადაფრენის ხანგრძლივობა უესთრეი და პაპა-უესთრეი კუნძულებს შორის, ითვლება ყველაზე ხანმოკლე კომერციულ რეისად მსოფლიოში. სხვათაშორის, დასაბრუნებელი ბილეთი ამ რეისზე ღირს 63 დოლარი.

VIP vacation in a tropical paradise
AVIA APP